ავსტრალიის ღია 2023 - რაფაელ ნადალმა სამ სეტში წააგო და მეორე წრიდან გამოეთიშა ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2023 - რაფაელ ნადალმა სამ სეტში წააგო და მეორე წრიდან გამოეთიშა ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა. მეორე წრიდან ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი და პირველ ნომრად განთესილი რაფაელ ნადალი. ლეგენდარულმა ესპანელმა თითქმის უშანსოდ წააგო ამერიკელ მაკენზი მაკდონალდთან – 4:6, 4:6, 5:7. შეხვედრა ორი საათი და 32 წუთი გაგრძელდა.

მაკენზის ორჯერ მეტი ბრეიკპოინტი ჰქონდა – რვა ოთხის წინააღმდეგ და ხუთჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. ნადალმა ორი ბრეიკის შესრულება მოახერხა. ამერიკელმა 42 „ვინერსით“ დაასრულა შეხვედრა და მხოლოდ 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ეს არის ნადალის ყველაზე ადრეული გავარდნა „დიდი სლემის“ ტურნირებიდან 2016 წლის შემდეგ, როცა ავსტრალიის ღიაზე პირველსავე წრეში წააგო თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოსთან.