რაფაელ ნადალი მონტე კარლოში არ ითამაშებს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი მონტე კარლოში არ ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, რაფაელ ნადალმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა, რომ გამოტოვებს მონტე კარლოს „მასტერსს“.

„სპორტული თვალსაზრისით, ჩემთვის ახლა რთული პერიოდია. სამწუხაროდ, ვერ ვითამაშებ მონტე კარლოში. ჩემი სხეული, უბრალოდ, არ მაძლევს ამის საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ ვაგრძელებ მუშაობას და ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო ტურნირებში, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რეალობა ისეთია, რომ დღეს მე არ შემიძლია ამის გაკეთება.

მე არ მაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მივიღო ეს სიტუაცია და იმედით ვუყურო უახლოეს მომავალს, შევინარჩუნო ოპტიმიზმი და სიტუაციის გაუმჯობესების სურვილი!“ – დაწერა ესპანელმა.

მონტე კარლოს „მასტერსი“ 6-14 აპრილს გაიმართება.