რაფაელ ნადალი - ჯოკოვიჩი საუკეთესი ჩოგბურთელია ისტორიაში #1TVSPORT
რაფაელ ნადალი - ჯოკოვიჩი საუკეთესი ჩოგბურთელია ისტორიაში #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა აზრი გამოთქვა მსოფლიო რეიტინგის ლიდერზე, 36 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩზე.

„ნოვაკი კარგ ადამიანად მიმაჩნია. როცა მის წარმატებას ვხედავ, გაბრაზების სურვილი არ მიჩნდება. ვიტყოდი, რომ ის საუკეთესო ჩოგბურთელია ისტორიაში. მისი სხეული უკეთესია, ვიდრე ჩემი და ამასაც აქვს მნიშვნელობა“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები გამოცემა La Sexta-ს.

რაფაელ ნადალს ორშაბათიდან მონაწილეობა უნდა მიეღო დოჰას ATP 250 კატეგორიის ტურნირში, მაგრამ განაცხადა, რომ მზად არ არის კორტზე დასაბრუნებლად.