ავსტრალიის ღია 2023 - ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა აკრძალეს ტრიბუნებზე რუსული დროშის გამოფენა #1TVSPORT
ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ აუკრძალა მაყურებელს რუსეთისა და ბელარუსის დროშების მიტანა ტრიბუნებზე ავსტრალიის ღია პირველობის მატჩების დროს. ამის მიზეზი უკრაინელი გულშემატკივრების პროტესტი გახდა.
ლაპარაკია ინციდენტზე, რომელიც პირველი წრის მატჩის დროს მოხდა, როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ რუსი კამილა რახიმოვა და უკრაინელი ეკატერინა ბაინდლი. ტრიბუნაზე რუსეთის დროშა გამოფინეს, რამაც გააღიზიანა უკრაინელი ფანები. მოგვიანებით, მომხდარი დაგმო ავსტრალიაში უკრაინის ელჩმა ვასილი მიროშნიჩენკომ და მოუწოდა ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შემოიღოს „ნეიტრალური დროშის“ პოლიტიკა.
„თავიდანვე ჩვენი პოლიტიკა ის გახლდათ, რომ ფანებს შეეძლოთ, მიეტანათ რუსეთისა და ბელარუსის დროშები ტრიბუნებზე, მაგრამ ეკრძალებოდათ მათი ფრიალი, რათა სხვა მაყურებელს არ შეშლოდა ხელი. დღეიდან რუსული და ბელარუსული დროშები საერთოდ აიკრძალა ავსტრალიის ღია პირველობაზე. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – წერია ტურნირის ირგანიზატორთა განცხადებაში.
ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ნეიტრალური მოთამაშეების სტატუსით გამოდიან.