ავსტრალიის ღია 2021 წელს უმაყურებლოდ თამაშს განიხილავს
ავსტრალიის ღია 2021 წელს უმაყურებლოდ თამაშს განიხილავს

კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები მიახლოებითაც არ არის ცნობილი, ამიტომაც სხვადასხვა ტურნირის ორგანიზატორები უკვე 2021 წლისთვის განსხვავებულ სცენარებს ადგენენ.

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მომდევნო გათამაშება 2021 წლის იანვარშია დაგეგმილი, მაგრამ ტურნირის სპორტული დირექტორი კრეიგ ტილი დარწმუნებული არ არის, რომ ჩემპიონატი ჩვეულებრივ ფორმატში ჩაივლის. მან დაადასტურა, რომ საორგანიზაციო კომიტეტი სწავლობს სხვადასხვა სცენარს, მათ შორის, მატჩების ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარებას.

„დღეს ბევრი გაურკვევლობაა თემაზე, რა შეიძლება მოხდეს ერთი თვის შემდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რა იქნება რვა თვის შემდეგ.

მაგალითად, ჩვენ განვიხილავთ, რას შეიძლება შევეჩეხოთ, თუ მოთამაშეებს მოუწევთ დიდი ხანი კარანტინში დარჩენა, ვიდრე შეძლებენ ავსტრალიაში თავისუფლად გადაადგილებას.

სხვა მაგალითი: იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო წელს დიდი ტურნირები ისევ აკრძალული ან შეზღუდული იქნება, ჩვენ განვიხილავთ ტურნირის ჩატარებას მხოლოდ ტელემაუწყებლებისთვის“, – თქვა ტილიმ.

2020 წელს, ავსტრალიის ღიას ჩემპონები გახდნენ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ამერიკელი სოფია კენინი.

2020 წლის როლან გაროსი შემოდგომაზე გადაიტანეს, უიმბლდონი კი გაუქმდა.