ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრეები ამერიკელები არიან
ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრეები ამერიკელები არიან

ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრეები ამერიკელები არიან.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავრობა ადასტურებს.

ამერიკელი მეხანძრეები ავსტრალიის ხელისუფლებას ხანძრების ჩაქრობაში ეხმარებოდნენ.

უპრეცედენტო მასშტაბის ხანძარს ავსტრალიაში რამდენიმე თვეა, ებრძვიან.

სტიქიას ემსხვერპლა 28 ადამიანი, განადგურებულია მილიარდზე მეტი ცხოველი.

აშშ-ის ორეგონის შტატის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მათ ეკუთვნოდათ.

სახანძრო თვითმფრინავი რადარებიდან დღეს დილით გაუჩინარდა. ნამტვრევები აქტიური ხანძრის ზონაში აღმოაჩინეს.

კატასტროფის ადგილზე გაგზავნეს სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე ორი სამაშველო ვერტმფრენი.