ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ახალი სამხრეთ უელსის შტატის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა უწყება თანამშრომლობს ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიუროსთან, რომელიც მომხდარს იძიებს.

ავსტრალიაში უკვე რამდენიმე თვეა, უპრეცედენტო მასშტაბის ხანძარს ებრძვიან.