ავსტრალიაში ექვსი კიბერსპორტსმენი ჩაწყობილი თამაშებისთვის დააპატიმრეს
ავსტრალიაში ექვსი კიბერსპორტსმენი ჩაწყობილი თამაშებისთვის დააპატიმრეს

ავსტრალიის პოლიციამ დააპატიმრა ექვსი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან არალეგალურ საბუკმეიკერო გარიგებში Counter-Strike: Global Offensive-ის (CS: GO) კიბერსპორტული ტურნირის დროს.

იტყობინებიან, რომ ტურნირის მონაწილეები ფსონებს დებდნენ მატჩებზე და შემდეგ თავად უზრუნველყოფდნენ მათთვის საჭირო შედეგს. გამოძიება დაინტერესდა ხუთი მატჩით, რომლებზეც 20 ფსონი გაკეთდა. დაკავებულები – 19-22 წლის ასაკისანი არიან.

მათ ბრალი წაუყენეს მოგების ნახვის მიზნით დანაშაულებრივ გარიგებაში, აგრეთვე, სპორტული მოვლენების შედეგებზე უკანონო ზემოქმედებაში. ბრალდებულებს ათ წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

პოლიცია ასევე აპირებს რამდენიმე საბუკმეიკერო კანტორის წარმომადგენელთა დაკითხვას, რომლებიც, შესაძლოა, გარიგების მონაწილენი ყოფილიყვნენ.