ავიაკატასტროფას გადარჩენილი ბრაზილიელი ჟურნალისტი გულის შეტევით გარდაიცვალა
ავიაკატასტროფას გადარჩენილი ბრაზილიელი ჟურნალისტი გულის შეტევით გარდაიცვალა

2016 წელს კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას გადარჩენილი ბრაზილიელი ჟურნალისტი რაფაელ ენზელი ფეხბურთის თამაშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. 45 წლის ენზელი მეგობრებთან ერთად თამაშობდა, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს კოლუმბიის ქალაქ რიო ნეგროსთან ახლოს კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც ბრაზილიურ საფეხბურთო გუნდ შაპეკოენსეს მთელი შემადგენლობა და კიდევ 58 ადამიანი იმყოფებოდა. გუნდი სამხრეთ ამერიკის თასის (Copa Sudamericana) ფინალზე მიემგზავრებოდა, სადაც კოლიუმბიურ ატლეტიკო ნასიონალს უნდა შეხვედროდა.

კატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა და მათ შორის ერთ-ერთი რაფაელ ენზელი იყო.