ავღანეთში, ქალაქ ღაზნიზე, სადაც გენერალი სკოტ მილერი იმყოფებოდა, სარაკეტო იერიში განხორციელდა
ავღანეთის ქალაქ ღაზნიზე სარაკეტო იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ქალაქში ნატო-ს მისიის ხელმძღვანელი, გენერალი სკოტ მილერი იმყოფებოდა.
ქალაქის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გენერალი სკოტ მილერი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ვინ დგას სარაკეტო იერიშის უკან უცნობია. პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.