ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის“ წარმომადგენლები ავრცელებენ.
გარდაცვლილთა შესახებ სხვა ინფორმაცია მედიისთვის მაშინ გახდება ცნობილი, როცა მომხდარის შესახებ მათი ოჯახის წევრებს შეატყობინებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცები ავღანეთში ოპერაციის მიმდინარეობის დროს დაიღუპნენ.