ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

09:58, 22.03.2019

ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის“ წარმომადგენლები ავრცელებენ.

გარდაცვლილთა შესახებ სხვა ინფორმაცია მედიისთვის მაშინ გახდება ცნობილი, როცა მომხდარის შესახებ მათი ოჯახის წევრებს შეატყობინებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცები ავღანეთში ოპერაციის მიმდინარეობის დროს დაიღუპნენ.

მსგავსი