ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში ავიაიერიშის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის პროვინცია ჰერათში ავიაიერიშის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე რვა მშვიდობიანი მოქალაქეა.
ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის სამიზნე მოძრაობა „თალიბანის“ წევრები იყვნენ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშის შედეგად, სამოქალაქო პირების შესაძლო დაღუპვის ფაქტს გამოიძიებენ.