ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში ავიაიერიშის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა

00:19, 23.07.2020

ავღანეთის პროვინცია ჰერათში ავიაიერიშის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე რვა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის სამიზნე მოძრაობა „თალიბანის“ წევრები იყვნენ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშის შედეგად, სამოქალაქო პირების შესაძლო დაღუპვის ფაქტს გამოიძიებენ.

მსგავსი