ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა
ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ მოინახულა. მისი თქმით, ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ცხრა პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში დღეს შეიყვანეს.

ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედროები დღეს დაშავდნენ. მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, „ფიატის“ მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 176-ე მუხლით აღიძრა.