ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას სამხედროები დაშავდნენ
ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას სამხედროები დაშავდნენ

ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედროები დაშავდნენ.

მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, „ფიატის“ მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე სამი სამედიცინო ეკიპაჟი მივიდა და დაშავებული 10-მდე სამხედრო ჩხობაძის სახელობის რეგიონულ კლინიკურ ცენტრსა​ და ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

„პაციენტები მსუბუქად არიან დაშავებულები. სამმა სამხედრომ კი, მომსახურებაზე უარი თქვა“, – განაცხადეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 176-ე მუხლით აღიძრა.

დატოვე კომენტარი