ავარიის შედეგად ახმეტის საკრებულოს წევრი დაშავდა
ავარიის შედეგად ახმეტის საკრებულოს წევრი დაშავდა

სოფელ საკობიანოში ავარიის შედეგად ახმეტის საკრებულოს წევრი, სოფელ ჯოყოლოს მაჟორიტარი ელიზბარ ბორჩაშვილი დაშავდა. ბორჩაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან ბრუნდებოდა, სადაც ქუშანაშვილების სახლში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ცნობით, დეპუტატი თანასოფლელებთან ერთად სწორედ ხანძრის ადგილიდან ბრუნდებოდა, როდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მას, შემდეგ კი ელექტრობოძს შეეჯახა.

ავარიისას დაშავებული დეპუტატი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.