ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად განათლების მინისტრის მოადგილე თელავში გაემგზავრა
ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად განათლების მინისტრის მოადგილე თელავში გაემგზავრა

გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მოინახულებს.

როგორც პირველ არხს განათლების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის მოადგილე თელავში უკვე გაემგზავრა.

დაშავებულებს მოინახულებს ასევე შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, თელავის საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებული შვიდი ადამიანი გადაიყვანეს. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, არც ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება.

გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია.

გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსი ხევში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსს თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა.