AusOpen 2018 - ბასილაშვილი და კალაშნიკოვა ხვალ დილით ითამაშებენ
AusOpen 2018 - ბასილაშვილი და კალაშნიკოვა ხვალ დილით ითამაშებენ

ხვალიდან ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/16 ფინალი იწყება. მამაკაცებს შორის ამ ეტაპს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხსნის. ის დილის 04:00 საათზე, მერვედფინალში გადასასვლელად, ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 49-ე ჩოგანია.

ამ დრომდე ეს ჩოგბურთელები პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – 2016 წლის როლან გაროსის პირველ წრეში ბრიტანელმა ოთხ სეტში მოიგო – 7:6(4), 6:7(7), 7:5, 6:1.

საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ოქსანა კალაშნიკოვაც ხვალ, ასევე მერვედფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

ქალების წყვილთა ტურნირზე ის და მისი პარტნიორი, ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკო პირველ ნომრად განთესილებს – ტაივანელ ლატიშა ჩანსა და ჩეხ ანდრეა ჰლავაჩკოვას შეხვდებიან. ეს მატჩი დილის 05:30 საათზე დაიწყება.

კაცებისა და ქალების ტურნირებზე 1/16 ფინალის წყვილები ასე გამოიყურება:

კაცები
ნადალი (ესპ, 1)-ძუმჰური (ბოს, 28)
შვარცმანი (არგ, 24)-დოლგოპოლოვი (უკრ)
კარენო ბუსტა (ესპ, 10)-მიულერი (ლუქ, 23)
ჰარისონი (აშშ)-ჩილიჩი (ხორ, 6)
დიმიტროვი (ბულ, 3)-რუბლიოვი (რუს, 30)
კირგიოსი (ავსტრა, 17)-ცონგა (საფ, 15)
ედმუნდი (ბრიტ)-ბასილაშვილი (საქ)
სეპი (იტა)-კარლოვიჩი (ხორ)
ტიმი (ავსტრია, 5)-მანარინო (საფ, 26)
მარტერერი (გერ)-სანდგრენი (აშშ)
ჯოკოვიჩი (სერ, 14)-რამოსი (ესპ, 21)
ჩუნგი (კორ)-ა. ზვერევი (გერ, 4)
ბენეტო (საფ)-ფონინი (იტა, 25)
ბერდიხი (ჩეხ, 19)-დელ პოტრო (არგ, 12)
ფუჩოვიჩი (უნგ)-კიკერი (არგ)
გასკე (საფ, 29)-ფედერერი (შვეიც, 2)

ქალები
ჰალეპი (რუმ, 1)-დევისი (აშშ)
ბარტი (ავსტრა, 18)-ოსაკა (იაპ)
პერა (აშშ)-სტრიკოვა (ჩეხ, 20)
საფაროვა (ჩეხ, 29)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 6)
ჰსიე (ტაივ)-ა. რადვანსკა (პოლ, 26)
კერბერი (გერ, 21)-შარაპოვა (რუს)
ბოგდანი (რუმ)-კისი (აშშ. 17)
სასნოვიჩი (ბლრ)-გარსია (საფ, 8)
კუმხუმი (ტაი)-მარტიჩი (ხორ)
მერტენსი (ბელ)-კორნე (საფ)
ალერტოვა (ჩეხ)-ლინეტი (პოლ)
კოსტიუკი (უკრ)-სვიტოლინა (უკრ, 4)
ოსტაპენკო (ლატ, 7)-კონტავეიტი (ესტ, 32)
კანეპი (ესტ)-სუარეს ნავარო (ესპ)
ბონდარენკო (უკრ)-რიბარიკოვა (სლოვაკ, 19)
ბერტენსი (ჰოლ, 30)-ვოზნიაცკი (დან, 2)