„აუგსბურგმა“ „ბაიერნთან“ გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

18:01, 10.10.2026

მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარულმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა „აუგსბურგთან“ დაპირისპირების პირველივე წამებზე შეცდომა დაუშვა, რამაც გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი განაპირობა.

ნოიერს პასი რობინ ფელჰაუერმა ჩაჭრა. „აუგსბურგის“ თავდამსხმელს ცარიელი კარისკენ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია და ანგარიში გახსნა. ოფიციალური ქრონომეტრაჟით, ბურთი ბადეში თამაშის დაწყებიდან ზუსტად მე-8 წამზე აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ამ ეპიზოდამდე გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის რეკორდს (მე-9 წამი) ორი ფეხბურთელი იყოფდა – კევინ ფოლანდი („ჰოფენჰაიმი“, 2015 წელი) და კარიმ ბელარაბი („ლევერკუზენი“, 2024 წელი).

41 წლის ნოეიერი „ბაიერნის“ რიგებში, სავარაუდოდ, ბოლო სეზონს ატარებს.

მსგავსი