აუდიტის სამსახური - ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში დანამატების გაცემის პრაქტიკა არ არის სათანადოდ დასაბუთებული
აუდიტის სამსახური - ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში დანამატების გაცემის პრაქტიკა არ არის სათანადოდ დასაბუთებული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში სახელფასო დანამატები გაიცემოდა სხვადასხვა საფუძვლით, თუმცა დანამატის გაცემის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური მუშაობის და განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა ორგანიზაციაში არ ხდებოდა.

ამის შესახებ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად,  სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე 2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით სულ გაწეულია 28 933 136 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 3 706 618 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 13%-ს შეადგენს.

„საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, – ნათქვამია ანგარიშში.