ATP-მ „წლის ახალბედას“ პრიზის ნომინანტები დაასახელა
ATP-მ „წლის ახალბედას“ პრიზის ნომინანტები დაასახელა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა მოთამაშეთა სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 2019 წლის საუკეთესო დებიუტანტის პრიზზე. ნომინანტთა შორის შვიდი ჩოგბურთელი მოხვდა. პრიზი გადაეცემა მოთამაშეს, რომელიც 2019 წელს პირველად შევიდა რეიტინგის TOP100-ში და ყველაზე მეტი გავლენა იქონია ტურის განვითარებაზე.

საუკეთესო ახალბედას პრიზზე პრეტენზიას აცხადებენ: ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა), ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა (ესპანეთი), მიომირ კეჩმანოვიჩი (სერბეთი), კორენტენ მუტე (საფრანგეთი), ალექსეი პოპირინი (ავსტრალია), კასპერ რუუდი (ნორვეგია), იანიკ სინერი (იტალია) და მიკაელ იმერი (შვედეთი).

ამ სიიდან ხუთი მოთამაშე ATP-ის ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირის მონაწილე იყო. ეს ჩემპიონატი სინერმა მოიგო, რომელმაც ფინალში ავსტრალიელი ალექს დე მინორი დაამარცხა.