ავსტრალიაში მამაკაცთა გუნდური ტურნირის – ATP Cup-ის წილისყრა გაიმართა. 12 ნაკრები ოთხ ჯგუფში განაწილდა:
A ჯგუფი – სერბეთი, გერმანია, კანადა;
B ჯგუფი – ესპანეთი, საბერძნეთი, ავსტრალია;
C ჯგუფი – ავსტრია, იტალია, საფრანგეთი;
D ჯგუფი – რუსეთი, არგენტინა, იაპონია.
ჯგუფურ ეტაპზე თითოეული მატჩი შემდგარი იქნება ორი ერთეულებისა და ერთი წყვილების შეხვედრისგან.
სწორედ ATP Cup-ით იწყებს ტოპ-ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი 2021 წლის სეზონს, კერძოდ, ტურნირზე იქნება TOP10-ის ყველა მოთამაშე როჯერ ფედერერის გარდა.
გუნდების შემადგენლობები ასეთია:
სერბეთი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, დუშან ლაიოვიჩი, ფილიპ კრაინოვიჩი, ნიკოლა კაჩიჩი;
ესპანეთი – რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი, მარსელ გრანოლერსი, პაბლო კარენო-ბუსტა;
ავსტრია – დომინიკ ტიმი, დენის ნოვაკი, ფილიპ ოსვალდი, ტრისტან-სამუელ ვაისბორნი;
საბერძნეთი – სტეფანოს ციციპასი, მიხაილ პერვოლარაკისი, მარკოს კალოველონისი, პეტროს ციციპასი;
გერმანია – ალექსანდრ ზვერევი, იან-ლენარდ შტრუფი, კევინ კრავიტცი, ანდრეას მისი;
არგენტინა – დიეგო შვარცმანი, გვიდო პელია, ორასიო სებალიოსი, მაქსიმო გონსალესი;
იტალია – მატეო ბერეტინი, ფაბიო ფონინი, სიმონე ბოლელი, ანდრეა ვავასორი;
იაპონია – კეი ნიშიკორი, იოსიჰიტო ნიშიოკა, ბენ მაკლაკლანი, ტოსიჰიდე მაცუი;
საფრანგეთი – გაელ მონფილსი, ბენუა პერი, ნიკოლა მაუ, ედუარდ როჟე-ვასელენი;
კანადა – დენის შაპოვალოვი, მილოშ რაონიჩი, პიტერ პოლანსკი, სტივენ დიესი;
ავსტრალია – ალექს დე მინორი, ჯონ მილმენი, ჯონ პირსი, ლუკ სევილი;
რუსეთი – დანიილ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი, ასლან კარაცევი, ევგენი დონსკოი.