ATP-ის რეიტინგის პირველი ნომერი კვლავ კარლოს ალკარასი გახდა #1TVSPORT
ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა გასულ კვირას ქუინს ქლაბის ტურნირის მოგებით პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 7675 ქულით პირველი ადგილი დაიბრუნა.
20 წლის ესპანელმა პირველობა როლან გაროსის შემდეგ დაკარგა. პარიზში, წლის მეორე დიდი სლემის ტურნირის ტრიუმფატორი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა და რეიტინგის სათავეშიც სწორედ ის აღზევდა.
საკუთარ კარიერაში პირველად მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეულის წევრი გახდა ამერიკელი ფრანსის ტიაფო, რომელმაც ცოტა ხნის წინ შტუტგარტში, ბალახის საფარზე გამართული ტურნირი მოიგო.
კლასიფიკაციაში უკუსვლას აგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად 321-ე ადგილს იკავებს.
ATP-ის განახლებული რეიტინგის ათეული:
1. კარლოს ალკარასი (ესპანეთი) – 7675 ქულა
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 7595 ქულა
3. დანილ მედვედევი (რუსეთი) – 5890 ქულა
4. კასპერ რუდი (ნორვეგია) – 4960 ქულა
5. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 4670 ქულა
6. ჰოლგერ რუნე (დანია) – 4510 ქულა
7. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 4255 ქულა
8. იანიკ სინერი (იტალია) – 3345 ქულა
9. ტეილორ ფრიცი (აშშ) – 3310 ქულა
10. ფრანსის ტიაფო (აშშ) – 3085 ქულა