პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) და ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია (WTA) სხვადასხვა ტურნირების ორგანიზატორებს საპრიზო თანხების შემცირების გადახედვის უფლებას აძლევს, – იტყობინება „კომერსანტი“. საბოლოო გადაწყვეტილება ფონდებში თანხების შემცირებაზე ჯერჯერობით არ მიუღიათ. მათ ჯერ შეთანხმება პროფესიონალურ ტურებში მონაწილე ორივე სქესის წარმომადგენელ ჩოგბურთელებთან მოუწევთ.
მსოფლიოში პანდემიად გამოცადებული კოვიდ 19-ით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო, ასოციაციები მამაკაცთა ტურნირებზე 30-50 პროცენტით, ხოლო ქალებში 17-18 პროცენტით საპრიზო თანხების დაკლების რეკომენდაციებს იძლევიან.