ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ქსელიდან კვლავ გაითიშა
ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ქსელიდან კვლავ გაითიშა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ელექტროენერგიის მთავარ ქსელთან კვლავ გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

„ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა კვლავ დაკარგა კავშირი ბოლო დარჩენილ გარე გადამცემ მთავარ ხაზთან, მაგრამ სადგური განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას სარეზერვო ხაზის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურის ორი მოქმედი ბლოკიდან დღეს ერთი გაითიშა ქსელის შეზღუდვების გამო.

„ერთი რეაქტორი კვლავ მუშაობს და აწარმოებს ელექტროენერგიას, როგორც გაგრილებისთვის, ასევე ადგილზე უსაფრთხოების ძირითადი ფუნქციებისთვის ადგილზე და ქსელში“, – განაცხადეს სააგენტოში.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ბოლო რამდენიმე კვირაა, გახშირდა სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვები, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს. პირველ სექტემბერს სადგურზე მონიტორინგისთვის გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ჩავიდა.