„ატლეტიკოს“ გარეტ ბეილის შეძენა სურს #1TVSPORT
„ატლეტიკოს“ გარეტ ბეილის შეძენა სურს #1TVSPORT

„ატლეტიკოს“ „რეალის“ ნახევარმცველის, გარეტ ბეილის შეძენა სურს. როგორც Fichajes იუწყება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა უელსელ ფეხბურთელს კონტრაქტს შესთავაზებს.

მიმდინარე სეზონში გარეტ ბეილმა „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის ავტორი გახდა. მისი კონტრაქტი „რეალთან“ კი წელს, 30 ივნისს იწურება.

ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში უელსელმა 258 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 107 გოლი გაიტანა.