„ატლეტიკომ“ ლემარი წარადგინა

15:41, 31.07.2018

მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურად წარადგინა 22 წლის ფრანგი ტომა ლემარი, რომელმაც ამ ზაფხულს დატოვა „მონაკო“. ახალ გუნდში მსოფლიოს ჩემპიონი 11 ნომრით ითამაშებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ამ ფეხბურთელში მადრიდელებმა 60 მილიონი ევრო გადაიხადეს. კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.

გასულ სეზონში ლემარმა საფრანგეთის ჩემპიონატის 30 მატჩში ორი გოლი გაიტანა და რვა საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი