„ატლეტიკომ“ გრიზმანი დაუბრუნა - სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის მთავარი გარიგებები (ესპანეთი) #1TVSPORT
* „რენის“ ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა კარიერას „რეალში“ გააგრძელებს. 18 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება მადრიდული კლუბისთვის. Telefoot-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს ბონუსების გაუთვალისწინებლად. კამავინგა „რენის“ აღზრდილია. ამ გუნდის რიგებში მან 88 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველს საფრანგეთის ნაკრებში სამი მატჩი და ერთი გოლი დაუგროვდა.
* „ბარსელონამ“ „ატლეტიკოში“ დააბრუნა ანტუან გრიზმანი – იმაზე სამჯერ ნაკლებ ფასად (40 მილიონი ევრო), ვიდრე 2019 წელს თავად შეიძინა. ფრანგი მადრიდულ კლუბში ჯერ იჯარით ითამაშებს და ერთი წლის შემდეგ გამოისყიდიან.
* თავად „ბარსელონამ“ გრიზმანის ნაცვლად „სევილიადან“ ლუკ დე იონგი გაიფორმა, რომელსაც შარშანდელ სეზონში 34 მატჩში ოთხი გოლი ჰქონდა.
* რადამელ ფალკაომ გააუქმა კონტრაქტი „გალათასადაისთან“ და „რაიო ვალეკანოში“ გადავიდა.
* „ვალენსიამ“ ელდერ კოშტა აიყვანა „ლიდსიდან“.