ატილიო ლომბარდო მანჩინის ასისტენტად დაინიშნა
Manchester City coach Attilio Lombardo with team manager Roberto Mancini before the UEFA Champions League Group D match between Manchester City and AFC Ajax of Amsterdam at the City of Manchester Stadium in Manchester, UK. Photo: Visionhaus/Gary Prior (Photo by Ben Radford/Corbis via Getty Images)
იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გუნდის ყოფილი ნახევარმცველი, ატილიო ლომბარდო შევიდა, – იტყობინება ეროვნული გუნდის ტვიტერი. ის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტი იქნება.
53 წლის ატილიო ლომბარდომ 19 მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრებში და სამი გოლი გაიტანა. მწვრთნელის რანგში ის მანჩინის ასისტენტი იყო მანჩესტერ სიტისა და გალათასარაიში, ასევე რობერტო დი მატეოს ასისტენტი შალკეში.
ლომბარდოს ბოლო სამუშაო ადგილი იყო ტორინო, სადაც ის სინიშა მიხაილოვიჩის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.