ათენში რუსეთის საკონსულოს დაუდგენელმა პირებმა სავარაუდოდ, ხელყუმბარა ესროლეს
ათენში რუსეთის საკონსულოს დაუდგენელმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელები მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ და საკონსულოს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ესროლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის სალეჩოს პრესატაშემ, ვასილი გავრილოვმაც დაადასტურა.
ინციდენტთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.