ათენში ანგელა მერკელის ვიზიტის წინააღმდეგ გამართული აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ათენში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეები ცრემლსადენი აირის საშუალებით დაარბია.
კანცლერის ვიზიტის გამო, უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ აქციების ჩატარება აკრძალა. თუმცა, პარტიამ „სახალხო ერთიანობამ“ ხელისუფლების მიერ ასეთი შეზღუდვების დაწესება გერმანულ ოკუპაციასთან გააიგივა და დამორჩილებაზე უარი განაცხადა. მომიტინგეებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.