ათენის ცენტრში, ომონიის მოედანთან ანარქისტების ჯგუფი პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა.
დაშავებულია ოთხი სამართალდამცველი. ისინი საავადამყოფოში გადაიყვანეს.
ბერძნული მედიის ცნობით, დააახლოებით 50-მა ადამიანმა პოლიციის განყოფილებას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლა.
თავდამსხმელებმა ასევე დააზიანეს რამდენიმე მანქანა და პოლიციის ავტობუსი, რის შემდეგაც მიიმალნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.