ათენის ცენტრში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ

00:30, 16.10.2018

ათენის ცენტრში, ომონიის მოედანთან ანარქისტების ჯგუფი პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა.

დაშავებულია ოთხი სამართალდამცველი. ისინი საავადამყოფოში გადაიყვანეს.

ბერძნული მედიის ცნობით, დააახლოებით 50-მა ადამიანმა პოლიციის განყოფილებას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლა.

თავდამსხმელებმა ასევე დააზიანეს რამდენიმე მანქანა და პოლიციის ავტობუსი, რის შემდეგაც მიიმალნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

მსგავსი