ქალაქ ფლორენციის პროკურატურამ „ფიორენტინას“ კაპიტნის, დავიდე ასტორის არაგანზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილად ორი ექიმი გამოაცხადა. ერთი მათგანი ფლორენციიდანაა, მეორე კი კალიარიდან, – იტყობინება სააგენტო AFP.
ირკვევა, რომ ფეხბურთელმა რამდენიმე სამედიცინო ტესტი გაიარა 2016 და 2017 წლებში, რის დროსაც დაუდგინდა გულის სერიოზული პრობლემები. თუმცა, ორივე ექიმმა ასტორის ელექტროკარდიოგრამისა და ტესტების შედეგების გაცნობის შემდეგ, მაინც გასცა ცნობა, რომ დავიდე ჯანმრთელია.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ასტორი 2018 წლის 4 მარტს, უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელი გულის აჩქარების გამო გარდაიცვალა, მაგრამ დღეისთვის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ისევ არ არის დადგენილი.