„ასტონ ვილასთან“ მატჩის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასახდელი ისმინებოდა #1TVSPORT
„ასტონ ვილასთან“ პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მატჩამდე ორი დღით ადრე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასახდელში დაამონტაჟეს მოწყობილობა, რომელიც იწერდა მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელის ერიკ თენ ჰაგის გუნდთან საუბარს, – იტყობინება გაზეთი The Sun.
შეხვედრა, რომელიც 6 ოქტომბერს „ვილა პარკზე“ გაიმართა, 0:0 დასრულდა.
უცხო მამაკაცმა წვდომა მიიღო სტუმრების გასახდელში, სადაც დამალა მოსასმენი აპარატურა. ვარაუდობენ, რომ მოწყობილება წარმოადგენს ჩინურ მობილურ ტელეფონს, რომელიც ჩაწერას იწყებს ზარის მიღებისთანავე.
მამაკაცმა, რომელმაც აპარატურა დამალა, ზარი განახორციელა იმ მომენტში, როცა თენ ჰაგი გასახდელში იმყოფებოდა. იტყობინებიან, რომ მოგვიანებით ის დაბრუნდა სტადიონზე ტელეფონის ასაღებად. ჩანაწერში ისმის მწვრთნელის მითითებები მოთამაშეებისთვის.
წყარო ამტკიცებს, რომ ჩასაწერი მოწყობილობა გასახდელში „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარმა დამალა.