„ასტნ ვილამ“ მატეო რუჯერი და ზიონ სუძუკი წარადგინა #1TVSPORT
ინგლისურმა „ასტონ ვილამ“ ორი ახალი ფეხბურთელის – იტალიელი მცველის, მატეო რუჯერისა და იაპონელი მეკარის, ზიონ სუძუკის ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა.
რუჯერის სანაცვლოდ ბირმინგემელებმა „ატლეტიკოს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადეს, თავად მოთამაშესთან კი ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. რუჯერი „ატალანტას“ აკადემიის აღზრდილია, მან იტალიური გუნდის რიგებში 109 მატჩი ჩაატარა, ხოლო მადრიდის „ატლეტიკოში“ გასულ წელს გადაბარგდა.
რაც შეეხება ზიონ სუძუკის, მის სანაცვლოდ კლუბმა 35 მილიონი ევრო გადაიხადა. აზიელი ფეხბურთელის პსჟ-ში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა გარიგება ბოლო წამს ჩაიშალა და საბოლოოდ ის „ასტონ ვილას“ რიგებში ჩაირიცხა.
სუძუკი იტალიურ „პარმას“ 2024 წელს შეუერთდა და გუნდის მაისურით 59 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო.