აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს
აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს

აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი რაიან ზინკე 2018 წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზინკემ შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე თითქმის ორი წელი იმუშავა. პრეზიდენტმა მას ერისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე ახალი კანდიდატის ვინაობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ამერიკული რაიან ზინკე თანამდებობას რამდენიმე სკანდალის ფონზე ტოვებს. ამერიკული მედიის ცნობით, მას თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენებასა და საბიუჯეტო თანხების ფლანგვაში ადანაშაულებდნენ.