აშშ-ში შიშველმა მამაკაცმა ბარში ოთხი ადამიანი მოკლა. დანაშაული შტატ ტენესიში მოხდა. სროლის დროს ასევე დაიჭრა ორი ადამიანი. გავრცელებული ცნობით, სრულიად შიშველი მამაკაცი ნეშვილში მდებარე 24-საათიან კაფე-ბარში შევიდა და ცეცხლი გახსნა. მას წინააღმდეგობა ერთ-ერთმა მოქალაქემ გაუწია და იარაღი ხელიდან გააგდებინა. დამნაშავე მიიმალა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლის დროს ბოროტმოქმედს მარტო მწვანე კოსტიუმი ეცვა, გაქცევის დრო კი ისიც გაიხადა. პოლიციამ უკვე დაადგინა მისი ვინაობა, ის 29 ტრევის რეინკინგია. მასზე ძებნაა გამოცხადებული.