აშშ-ში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს მოსალოდნელ ქარიშხალთან დაკავშირებით აფრთხილებს
აშშ-ში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს მოსალოდნელ ქარიშხალთან დაკავშირებით აფრთხილებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ქარიშხალ „დორიანთან“ დაკავშირებით აფრთხილებს.

საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

„დიასპორის საყურადღებოდ: მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება ფლორიდის შტატს სავარაუდოდ 1-2 სექტემბრის პერიოდში ძლიერი წვიმებითა და ქარით. მოქალაქეებს ვურჩევთ, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. ქარიშხალთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდიდან – www.nhc.noaa.gov. ასევე, საჭიროების შეთხვევაში შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე +1 (202) 247-8498“,- აღნიშნულია საელჩოს მიმართვაში.

ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარება გამოაცხადეს. მიზეზი ქარიშხალი „დორიანია“, რომელიც შეერთებული შტატების სანაპიროს რამდენიმე დღეში დაატყდება თავს. მანამდე კი, ძლიერმა სტიქიამ კარიბის ზღვაში მაშტაბური ნგრევა და ქაოსი გამოიწვია, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ამ დროისთვის „დორიანი“ კონტინენტისკენ მიემართება. ამერიკის შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, უახლოეს დღეებში, დორიანი ძალებს კიდევ უფრო მოიკრებს.

ამასთან, ქარიშხალ „დორიანის“ გაძლიერების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა.