აშშ-ში რუსეთის ელჩის განცხადების საპასუხოდ, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ მარტის დასაწყისში რუსეთი გააფრთხილეს დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ
აშშ-ში რუსეთის ელჩის განცხადების საპასუხოდ, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ მარტის დასაწყისში რუსეთი გააფრთხილეს დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ

მარტის დასაწყისში აშშ-მა გააფრთხილა რუსეთი მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც პოტენციურად მიზნად ისახავდა დიდ შეკრებებს, მათ შორის, კონცერტებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამემტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერი გამოეხმაურა აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებას, რომელშიც მან უარყო, რომ მოსკოვმა რაიმე გაფრთხილება მიიღო.

„ჩვენ მივეცით მათ ეს პირადი გაფრთხილება, რომელიც შეესაბამება ჩვენს მოვალეობას, როდესაც ვხედავთ ან როდესაც ვაგროვებთ ინფორმაციას ტერორისტული თავდასხმების ან პოტენციური ტერაქტების შესახებ“, – განაცხადა მილერმა.

მილერის თქმით, აშშ-მა 7 მარტს გააფრთხილა აშშ-ის მოქალაქეები, რომ თავი შეიკავონ მოსკოვში დიდ შეკრებებზე დასწრებისგან.