აშშ-ში, როკლენდის დასახლებაში წითელას გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
ნიუ იორკთან მდებარე დასახლება როკლენდში წითელას გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ექიმებმა წითელას 153 შემთხვევა უკვე გამოავლინეს. აუცრელ ბავშვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლა აუკრძალეს.
საგანგებო მდგომაროებით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს ჯარიმის სახით, 500 დოლარის გადახდა ან ექვსი თვით პატიმრობა მოუწევთ.
როკლენდში წითელას გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლება ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების ოჯახების მიერ ბავშვების აცრაზე უარის თქმას ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკამდე წითელა გავრცელდა ასევე ვაშინგტონში, კალიფორნიაში, ტეხასსა და ილინოისში.
ბოლო პერიოდში აშშ-ში სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს სავალდებულო ვაქცინაციაზე. ამის მიზეზად ისინი ყველაზე ხშირად განსხვავებულ მსოფლმხედველობას ან რელიგიურ შეხედულებებს ასახელებენ. ამასთან, მოქალაქეების ნაწილი შეცდომაში არის შეყვანილი, რომ ვაქცინამ, შესაძლოა, აუტიზმი გამოიწვიოს.