აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა
აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ვირუსის პიკი სავარაუდოდ ორ კვირაში დადგება, რა დროსაც გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის 142 402 შემთხვევა ფიქსირდება. გარგაცვლილია 2 497 ადამიანი. ვირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 4 767-მა ადამიანმა შეძლო.
კორონავირუსისს გავრცელების მხრივ ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ნიუ იორკშია, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ს აჭარბებს.