აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 195 000-ს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 195 000-ს გადააჭარბა

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 195 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის 6 585 763 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში ვირუსის 32 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და „კოვიდ-19“-ით 782 ადამიანი გარდაიცვალა.