აშშ-ში ინდოეთის საელჩოს ცნობით, ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ში ინდოეთის საელჩო აცხადებს, რომ ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, აჯით დოვალმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოვალმა რუბიოს ინდოეთის მიერ მიღებული ზომების შესახებ აცნობა.
„ინდოეთის მოქმედებები იყო ფოკუსირებული და ზუსტი“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ტერორისტებმა ჯამუსა და ქაშმირში სასტიკი თავდასხმის შედეგად 26 სამოქალაქო პირი მოკლეს“.
ცნობისთვის, ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პაკისტანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ამასთან, როგორც ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს, მათი სამიზნე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა, ოპერაცია მიმართული იყო პაკისტანში და ჯამუ-ქაშმირში ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, საიდანაც ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და იმართებოდა.