აშშ-ში გასულ 24 საათში კორონავირუსის 20 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 600 ადამიანი
აშშ-ში გასულ 24 საათში კორონავირუსის 20 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 600 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 20 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 600 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სულ 1 790 191 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 104 381 ადამიანი.

დატოვე კომენტარი