საპროტესტო აქცია პორტუგალიაში
პორტუგალიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციამ ლისაბონსა და პორტუში საპროტესტო აქციებზე 55 პირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა. მუნიციპალური პოლიციის ცნობით, პოლიციელებმა აქციის ტერიტორიიდან 228 კარავი აიღეს. შემთხვევის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა. ერთ მათგანს დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს. პორტუგალიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციის ცნობით, მათსა და აქციის მონაწილეებს შორის დაკავებამდე კომუნიკაცია შედგა. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე შეკრებილები ხელმისაწვდომ ქირას, მეტ სოციალურ საცხოვრებელსა და მთავრობისგან საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვენ. პორტუგალიაში საპროტესტო აქციები უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს.