აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 361 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 235 ადამიანი
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 361 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 235 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 44 361 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 235 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 129 811 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში ვირუსის 2 886 267 შემთხვევაა გამოვლენილი.

დატოვე კომენტარი