დონალდ ტრამპი – ევროპასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მათ საკუთარი ქმედებები უნდა გამოასწორონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა აღარ იარსებებს, ეს ძირითადად მიგრაციას უკავშირდება

01:26, 21.10.2026

ევროპასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მათ საკუთარი ქმედებები უნდა გამოასწორონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა აღარ იარსებებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპმა ევროპის წინაშე არსებული პრობლემების მიზეზად მიგრაცია დაასახელა და საფრანგეთში ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციები მოიყვანა მაგალითად.

„თუ შეხედავთ, რა ხდება საფრანგეთში, დიდი ხანია, მე ამ საქმით ვარ დაკავებული და სხვა ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებსაც, დიდი ხანია, ვაკვირდები. მსგავსი არაფერი მინახავს. ეს უბრალოდ მცირე არეულობა არ ყოფილა, არც ჩვეულებრივი საპროტესტო აქცია.  ეს სრულმასშტაბიანი რევოლუცია იყო და ის გრძელდება. ჩვენ გვინდა, მათ დავეხმაროთ, გვერდით დავუდგეთ, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ, მალე ევროპა აღარ იარსებებს. ეს ყველაფერი ძირითადად მიგრაციას უკავშირდება“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი