აშშ-ში ამწე საცხოვრებელ შენობას დაეცა, დაღუპულია ერთი ადამიანი
აშშ-ში ამწე საცხოვრებელ შენობას დაეცა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დალასში ძლიერი ქარის გამო ამწე საცხოვრებელ შენობას დაეცა. დაღუპულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას „სკაი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ინციდენტის შედეგად ასევე დაშავდა ექვსი ადამიანი. მათგან ორის
მდგომარეობა მძიმეა.

ამწე, მრავალსართულიან შენობასთან ერთად, ავტოსადგომსაც დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

დალასის პოლიციის ცნობით, ამწემ საცხოვრებელი შენობის ოთხი სართული დააზიანა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.